Wednesday, June 8, 2011

სუბკულტურა


     სუბკულტურა — კულტურული ქვეჯგუფი, რომელიც გამოირჩევა თავისი სტატუსით, ეთნიკური ერთობით, განსახლების არეალით, რელიგიითა თუ რწმენა-წარმოდგენებით ან სხვა ფაქტორით, რაც მათ კრავს ერთ კოლექტიურ ჯგუფად. სხვაგვარი განმარტებით, სუბკულტურა — ესაა გარკვეული სოციოკულტურული ჯგუფისათვის (ახალგაზრდობა, დამნაშავეთა სამყარო, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური უმცირესობანი და სხვ.) დამახასიათებელი თვისებების მყარი მთლიანობა. გამოყოფენ, მაგალითად, ახალგაზრდულ, კრიმინალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, პროფესიულ, სოციალურ და სხვა სუბკულტურებს.
მაგალითად, საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება იყოს საუბარი ეთნიკური (ქურთებისიეზიდებისბერძნების და ჩვენში მცხოვრები სხვა ეთნოსების), რელიგიური (პროტესტანტულიკათოლიკური, სექტანტური და სხვ.), კრიმინალური („საძმოები“, „ქურდები“ და სხვ.) და ა.შ. სუბკულტურების არსებობაზე.
სუბკულტურას გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ იგი არ უარყოფს, არ უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას, არ გამოდის მის წინააღმდეგ, არამედ არსებობს მის ფარგლებში. სუბკულტურის წარმომადგენლები არ იბრძვიან იმისათვის, რომ საკუთარი ფასეულობანი, იდეები თუ შეხედულებები საყოველთაოდ აქციონ. პირიქით, ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი განსხვავებულობის შენარჩუნებით.
     გოთები — ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურის წარმომადგენლები, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობენ. სუბკულტურა აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთანმოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა დავიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმების ვარცხნილობასთან.ველაზე რთული და საინტერესო გოთურ სუბკულტურაში არის მათი იდეოლოგია. მისი ზუსტი განსაზღვრება მეტად რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ტრადიციულად, საზოგადოება, ადამიანები სწამებენ გოთებს, რომ ისინი არიან მუდამ დეპრესიაში, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები, სადომაზოხისტები[1]სატანისტები, მუსიკოსები, მხატვრები თუ სხვა სახის არტისტები, ატარებენ შავს (ზოგი, პირიქით, თეთრს), იღებავენ თმას, იკეთებენ თეთრ მაკიაჟს მთელ სახეზე.
გოთების სიმბოლოდ ანხი მიიჩნევა. ძველი ეგვიპტური ჯვარს ან ”ნილოსის გასაღები”, როგორც მას ეგვიპტელები ეძახდნენ, სუბკულტურის მოდაში ფილმ «შიმშილის» შემდეგ დაიმკვიდრა თავი.
      ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“. hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში. რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენაღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც აქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით. ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60–70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით. პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip' რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’. ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო "ყვავილების ძალაუფლება" !
  • "გამოეთიშე" ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
  • "განეწყე " — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.
  • "განუდექი" — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს,ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.
თავიანთი შეხედულებებით, გარეგნობითა და ქცევებით ისინი ცდილობდნენ პროტესტი გამოეთქვათ დაკანონებული წესებისა და ნორმების წინააღმდეგ, მაგრამ ხერხები და საშუალებები, რომლითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოების მარწუხების გარღვევასა და თავისუფლების მოპოვებას, იმავე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო. საბოლოოდ, უკონტროლო და უპასუხისმგებლობამ ჰიპების მოძრაობა უმართავ გახადა, რამაც მისი მარცხი გამოიწვია.
       დრაგ ქუინი (ინგლ.Drag queen) — შემსრულებლები, ხშირად ჰომოსექსუალი ან ტრანსსექსუალიმამაკაცები, გადაცმული საპირისპირო სქესის ე.წ "დრაგ" ტანსაცმელში (იხ.ტრანსვესტიზმი), ხშირად ამ სქესის გარკვეული მახასიათებლების (თვისებების) გაზვიადებით, კომიკური, დრამატული ან სატირული ეფექტისთვის. დრაგ-ქუინები ტრადიციულად კოსტიუმირებულ პარადებზე (მაგ. გეი-პრაიდი), დრაგ-კონკურსებზე, კაბარეებსა და დისკოთეკებზე იჩითებიან. აშშ-სა და ბრიტანეთში შოუებისა და წარმოდგენების გარდა დრაგ-ქუინები ღამის კლუბების და კერძო წვეულებების დაქირავებული მასპინძლების როლშიც გამოდიან. მისი საპირისპირო ტერმინია "დრაგ-კინგი" (ქალებისთვის).
დრაგი დასავლური გეი-კულტურის ნაწილია - დრაგ-ქუინებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით 1969 წლის 27 ივნისს ნიუ-იორკში სტოუნუოლის არეულობებისასჰომოსექსუალისტთა უფლებების დაცვაში; დრაგ შოუები გეი-პრაიდის პარადების ტრადიციული ნაწილია. ქალაქის გეი საზოგადოების ცნობილი დრაგ-ქუინები ხშირად ამ საზოგადოების ოფიციალური ან არაოფიციალური სპოუკსმენები, ფონდების მომზიდავი და/ან თემთა ლიდერები არიან და აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

No comments:

Post a Comment